21.03.2018

21 მარტს, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა დაუნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური ღონისძიება „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დაითვლი შენც!“ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებები წაიკითხეს სტუდენტებმა ანა ჩანქსელიანმა (პრაქტიკოსი ექთნის სპეციალობა) და ვალერია შმაგინამ (ექთნის თანაშემწის სპეციალობა). დისპუტში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა გალინა ასამბაძემ, მარიკა მემიშიშიმ, დიანა დოლიძემ, მარი ხაბაძემ და სხვებმა. დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს პედაგოგებმა ნინო ცინცაძემ, სოფიო ბრუნჯაძემ , ინგა შალამბერიძემ (სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი), შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე).საინტერესოდ წარმოდგენილი თემებისათვის მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. ღონისძიება ჩატარდა აკადემიის სტუდენტური გაერთიანებისა და ბიბლიოთეკის ორგანიზებით.

38 39 40 41