ბათუმის სამედიცინო აკადემია

30.01.2018

საჯარო ლექცია აკადემიაში

სამედიცინო აკადემიაში სტუდენტებისა და პერსონალისათვის ჩატარდა საჯარო ლექცია „სიმსივნის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა“. მოხსენებით გამოვიდა მედცენტრის ექიმი ონკოლოგი, აკადემიის პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი მზია ხალვაში. მრავალფეროვანი ვიდეო-მასალის გამოყენებით ისაუბრა სიმსივნის წარმოშობის, მისგან გამოწვეულ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე, დაავადების დიაგნოსტიკის და მკურნალობის საკითხებზე. მომხსენებლს შეკითხვები დაუსვეს და საკითხის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, - ლია კახიძე, ცირა ცეცხლაძე, თამუნა ბერიძე, ქრისტინა დიდოსიანი, მოსიძე სოფო, საიდა კაიტამბა, ხათუნა სურმანიძე, არძენაძე სოფიკო, ვიქტორია ლოგაჩევა, მარიამ ძნელაძე, დიანა გობაძე, ჯეინი კახაძე, ........ პროფესიული მასწავლებლები - ინგა ვარდიძე, მარინე კვირიკაძე, მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ მადლობა გადაუხადა მედცენტრის წამყვან სპეციალისტს მზია ხალვაშს წარმოდგენილი საინტერესო მოხსენებისათვის. აღინიშნა, რომ წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით, აკადემიაში კვლავ ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები მედიცინის, ფარმაკოლოგიის აქტიურ საკითხებზე.

                 26 27 28 29