ბათუმის სამედიცინო აკადემია

27.12.2017

სტუდენტთა ინტელექტუალური თამაში

27 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა სტუდენტთა საახალწლო ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის?“ მასში მონაწილეობას ღებულობდა სტუდენტთა სამი გუნდი: „გულის ცემა“ (პრაქტიკოსი ექთნი), „მაქსიმუმი“ (ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობა), „პანაცეა“ (ექთნის თანაშემწე). ღონისძიებას უძღვებოდა მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი). იყო მრავალფეროვანი, საინტერესო შეკითხვები. გუნდებმა მოიპოვეს შემდეგი წარმატება: I საპრიზო ადგილი მოიპოვა გუნდმა „მაქსიმუმმა“ (წევრები, - მ. ხაბაძე, დ. გობაძე, ვ. გოგიტიძე, ქ. გოგიტიძე, ჯ. კახიძე), II და III საპრიზო ადგილებზე გავიდნენ გუნდები „პანაცეა“ (წევრები, - ა. გოგიტიძე, დ. მსახურაძე, ლ. გორაძე, ვ. ლოგაჩევა, მ. მემიშიში, ვ. შმაგინა), და „გულის ცემა“ (წევრები , - ქ. ფუტკარაძე, ს. გოგიძე, მ. ბოლქვაძე, თ. ბერიძე, თ. კახაბერიძე, ლ. დოლიძე). სტუდენტებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები. ნომინაციაში „ჟიურის სიმპატია“ წარმატებული იყო სტუდენტი ვიქტორია ლოგაჩევა. პრიზი „დირექტორის სიმპატია“ მოიპოვა სტუდენტმა ნანა ცეხლაძემ. წაიკითხა საკუთარი ლექსი „საქართველოს“. საახალწლო ვიქტორინა მომზადდა აკადემიის სტუდენტთა გაერთიანების აქტიური მონაწილეობით. ასევე, ს/წლის პირველი პერიოდის შედეგებიდან გამომდინარე, პროფესიული სტუდენტის მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის აკადემიის დირექტორის ბრძანებით მადლობა გამოეცხადათ და გადაეცათ მადლობის ბარათები სტუდენტებს: გალია ასამბაძეს, თამილა კახაბერიძეს (პრაქტიკოსი ექთნის I ს/წელი), მარიამ ძნელაძეს, მარიკა ბერიძეს (პრაქტიკოსი ექთნის II ს/წელი), ცირა ცეცხლაძეს ქრისტინა დიდოსიანს, (პრაქტიკოსი ექთნის III ს/წელი), ლინა გიგინეიშვილს, მარინა მოწყობილს, მაია დავითაძეს (ფარამცევტის თანაშემწის I ს/წელი), როზმარი ხოზრევანიძეს, ილონა კირტოკას, სოფიო ბოლქვაძეს (ფარამცევტის თანაშემწის II ს/წელი), მარი ხაბაძეს, დიანა გობაძეს, ნინო დოლბაიას (ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტის I ს/წელი), დონარა მსახურაძეს, მარი მემიშიშის, ვასილია უმაროვას (ექთნის თანაშემწის I ს/წელი), კობა ჯიბლაძეს (კბილის ტექნიკოსის II ს/წელი). აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ შეაჯამა ღონისძიების შედეგები. სტუდენტებს წარმატებები მიულოცეს სასწავლებლის ადმინისტრაციულმა და მასწავლებელთა პერსონალმა (ა.ძოიძე, შ.უზუნაძე, ი.შალამბერიძე, ი. ვარდიძე, ს.ბურნჯაძე). სამადლობელო სიტყვებით გამოვიდნენ სტუდენტები. ც.ცეცხლაძე, რ.ხოზრევანიძე, ვ.ლოგაჩევა, ნ.ცეცხლაძე, მ.მემიშიში…).

            1 2 3 4

                5 6 7  8