ბათუმის სამედიცინო აკადემია

09.12.2017

მონაწილეობა კარიტასის საერთაშორისო კონფერციის მუშაობაში

2017 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს კარიტასის ორგანიზებით, სასტუმრო ,,ბილტმორის“ დარბაზში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ,,დუალური საექთნო განათლების პერსპექტივები საქართველოში“. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდა სასწავლებლის დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე. განხილული იქნა საექთნო პროფესიული განათლების სრულყოფის აქტუალური საკითხები. დუალური საექთნო განათლების დანერგვის სხვადსხვა საკითხთან დაკავშირებით კონფერენციის მონაწილეები ჩართული იყვნენ პარალელური სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. ჯგუფის მუშაობაში ,,საგანმანათლებლო რეურსები და მსწავლებელთა კვალიფიკაცია“ (ხელმძღვანელი ანდრეას კრიუგერი - ფრაიბურგის საექთნო სასწავლებლის დირექტორი) აქტიური მონაწილეობა მიიღო შ. უზუნაძემ. მანვე გააკეთა ჯგუფში მომზადებული პროექტის პრეზენტაცია.

          204    201 202 200