ბათუმის სამედიცინო აკადემია

06.12.2017

გარე მხარდამჭერის  ექსპერტის  ვიზიტი აკადემიაში

2017 წ. 4-6 დეკემბერს  ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მორიგი ვიზიტით იმყოფებოდა ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრის მოდულური პროგრამების დანერგვის  მხარდაჭერის  ექსპერტი ქეთევან ლომაია. შემოწმდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.   დაესწრო  მეცადინეობას მოდულებში:  „მომხმარებლისათვის  ბავშვთა კვების მოვლისა და ჰიგიენის საგნების შერჩევა“ პრაქტიკული მეცადინეობა. განმახორციელებელი  პროფესიული განათლების  მასწავლებელი  მარინე კვირიკაძე; „საექთნო პროცესების  მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა“ პრაქტიკოსი ექთნის პირველი  სასწავლო  წლის  სტუდენტთა  პრაქტიკული  მეცადინეობა „მედცენტრის“  ბაზაზე. განმახორციელებელი, პროფესიული განათლების მასწავლებელი გულიკო აბაშიძე; „პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა“ -  ლექცია.  განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებელი,  ექიმი-პედიატრი ნონა ქათამაძე; ,,თავისა და კისრის პათოლოგიები“, პრაქტიკული მეცადინეობა. განმახორციელებელი, პროფესიული მასწავლებელი მარინა ცეცხლაძე; „მომხმარებლისათვის მოვლისა და ჰიგიენის საგნების შერჩევა“. ფარმაცევტის თანაშემწის მეორე სასწავლო წლის სტუდენტთა პრაქტიკული მეცადინეობა  - სიმულაცია. განმახორციელებელი, პროფესიული განათლების მასწავლებელი მზია ბაკურიძე; „ინფექციური პაციენტის  საექთნო მართვა“-  პრაქტიკული მეცადინეობა.  განმახორციელებელი  პროფესიული განათლების მასწავლებელი ირმა ნოზაძე. გაეცნო შიდა მხარდაჭერის მუშაობას. სტუდენტებმა და მასწავლებელებმა შეავსეს  კითხვარები მოდულური სწავლების შესახებ. ექსპერტი შეხვდა აკადემიის ადმინისტრაციის  და მასწავლებელთა პერსონალს. იყო საუბარი, აზრთა გაზიარება მოდულური სწავლების აქტუალურ საკითხებს.  აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ,  ხარისხის  უზრუნველყოფის მენეჯერმა   მზია ბაკურიძემ, პროფესიული განათლების მასწავლებელმა ქეთევან ნოზაძემ  და სხვებმა,  აღნიშნეს:   თუ გავითვალისწინებთ მოდულურ სწავლებაში წამოსულ სიახლეებს, ვფიქრობთ კარგი ინსტრუმენტია მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის პროგრამა და სამომავლოდ იგი უნდა დარჩეს ძალაში.ქალბატონი ქეთევანი დაესწრო 4 დეკემბერს  აკადემიის ბაზაზე განხორციელებულ სამუშაოს მაძიებელთა  პროგრამით  კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემას. ვიზიტი მიმდინარეობდა  მოდულური პროგრამების დანერგვის  ჭეშმარიტად მხარდაჭერისა და კონსულტირების რეჟიმში.

       192 193 194 195

196 197 198 199