01.12.2017

2017 წლის 1 დეკემბერი. შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო .აკადემიის ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება. პრაქტიკოსი ექთანის მე-5 საფეხურის სტუდენტმა გალინა ასამბაძემ წარმოადგინა მოხენება: ,,ერთად დავამარცხოთ შიდსი! '' და ,,შიდსი მეგობრობით არ გადადის". შემდეგ გაიმართა დისკუსია დებატები,რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ფარმაცევტის თანაშემის მე-4 საფეხურის სტუდენტი როზმარი ხოზრევანიძე, პრაქტიკოსი ექთანის მე-5 საფეხურის სტუდენტები ნანი ქამაშიძე და ანი ჩანქსელიანი. დისკუსია დებატებში ასევე მონაწილეობდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, ხარისხის სამსახურის მენეჯერი მზია ბაკურიძე, სტუდენტთა გაერთიანების ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე, ბიბლიოთეკარი ეთერი გოგიტიძე, პროფესიული განათლების მასწავლებლები ინგა ვარდიძე და ნიგარი შაინიძე. მათ აღნიშნეს, რომ “შიდსის გლობალური ეპიდემიის სავალალო რეალობის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა თანამედროვე ადამიანის ვალია. თითოეული ადამიანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შიდსის შესახებ შესაბამისი ინფორმაციით, ხელმისაწვდომი მოვლითა და მზრუნველობით.“

  181 182 183 184