ბათუმის სამედიცინო აკადემია

20.11.2017

შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

      პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის 20 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო  განათლების ხარისხის  განვითარების  ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. შეხვედრას უძღვებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახაბერ ერაძე. განხილული იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანერგილი  მოდულური პროგრამების მოდიფიცირების საკითხები. ცენტრის დირექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის № 656 ბრძანების კონტექსტში. ასევე  განხილული იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ  სტუდენტთა ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ახალი მიდგომები. შეხვედრაში ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან მონაწილეობას იღებდა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე.

                                168 169 170