15.11.2017

შეხვედრა საექთნო განათლებათან დაკავშირებით.

15 ნოემბერს ,,საქართველოს კარიტასის"  ორგანიზებით სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში" გაიმართ სამუშაო შეხვედრა. იგი მიეძღვნა საქართველოში საექთნო განათლების საკითხებს. შეხვედრაში, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ჩართული იყვნენ სამედიცინო პროგრამების განმახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.  ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა პროფესიული მასწავლებელი ნინო ცინცაძე.  შეხვედრაზე ,,საქართველოს კარიტასმა" გააკეთა პრეზენტაცია  შინმოვლის საკითხების შესახებ. ასევე, განხილული იქნა ევექსის მიერ მომზადებული საექთნო საქმის პროგრამა. განმახორციელებელთა მიერ გამოითქვა შენიშვნები.

                                                             160