ბათუმის სამედიცინო აკადემია

27.10.2017

აკადემიის საიუბილეო საღამო

                26 ოქტომბერს განსაკუთრებულად გამორჩეული  დღე იყო ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. სასწავლებელი ზეიმობდა იუბილეს. მას შეუსრულდა დაფუძნებიდან  25 წელი. საზეიმოდ მორთულ დარბაზს ამშვენებდა საგამოფენო  სტენდი, ვიდეო რგოლი. რომლებზეც აისახა  სასწავლებლის განვლილი 25 წელი, დღევანდელი საქმიანობა. ხალხმრავალ დარბაზს ამშვენებდა  აკადემიის თეთრ ფორმა-ხალათებში გამოწყობილი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ღვაწლმოსილი აკადემიელები, პედაგოგები. საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. საიუბილეო  საღამო  შესავალი სიტყვით გახსნა  აკადემიის დირექტორმა, პროფესორმა რევაზ უზუნაძემ. მოხსენებებით „აკადემიის განვლილი 25 წ. და დღევანდელი გამოწვევები“ გამოვიდა სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: რამაზ სურმანიძე (მეცნიერი, მწერალი, პროფესორი), მიხეილ ართმელაძე (მედცენტრის გენერალური დირექტორი), ჟუჟუნა ქორიძე  (ბათუმის საზოგადოებრივი აკადემის პრორექტორი), თამაზ თურმანიძე (AIS  კოორდინატორი საქართველოში), ბადრი პაქსაძე (ბათუმის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის/მ), თენგიზ თავდგირიძე (ჩოხოსანთა საზოგადოების ბათუმ-ლაზეთის სადროშოს ხელმძღვანელი); ღვაწლმოსილი აკადემიელები, -  ეთერი ცხვარაძე, ლელა გუნცაძე, რუსუდან ვადაჭკორია, გოჩა ჯიბლაძე, ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი).  აკადემიის ღვაწლმოსილმა პრორექტორმა, ი.გოგებაშვილის საზოგადოების აჭარის ორგანიზაციის  თავმჯდომარემ, პროფესორმა  აკაკი ზოიძემ სასწავლებელი და მისი ღვაწლმოსილი პედაგოგები (ნინო ცინცაძე, ინგა ვარდიძე, შორენა უზუნაძე, სოფიო ბრუნჯაძე, ნინო უზუნაძე.... დააჯილდოვა საზოგადოების საპატიო სიგელებით. გაწეული ღვაწლისათვის საპატიო აკადემიელის, ღვაწლმოსილი აკადემიელის, წარმატებული აკადემიელის, საამაყო აკადემიელის წოდებები მიენიჭათ და საიუბილეო დიპლომები გადაეცათ: რამაზ სურმანიძეს, ეთერი ცხვარაძეს, აკაკი ზოიძეს, ნარგიზ ბუცხრიკიძეს, რუსუდან ვადაჭკორიას, მზია ბაკურიძეს, გოჩა ჯიბლაძეს, ლელა გუნცაძეს.  ბათუმის სამედიცინო აკადემიასთან აქტიური  თანამშრომლობისა და მის წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის „აკადემიის მეგობრის წოდება“ მიენიჭათ და შესაბამისი დიპლომები გადაეცათ: მედცენტრს, ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიას, ბათუმის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელს „ანრის“,  ბათუმის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრს,  თამაზ თურმანიძეს,  თენგიზ თავდგირიძეს.  მადლობის ბარათი გადაეცა აკადემიის წარჩინებულ კურსდამთავრებულ ელზა უზუნაძეს. იუბილესთან დაკავშირებით ილუსტრირებული  წიგნით, - ბათუმი (ისტორია და თანამედროვეობა) დასაჩუქრდნენ ლელა გუნცაძე, ნინო ართმელაძე, გულიკო აბაშიძე.ხანგრძლივი და ნაყოფიერი  მუშაობისათვის  საიუბილეო საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ  და  მადლობის ბართი გადაეცათ: ეკატერინე პილოფიანს,  გულნარა იოსავას, ხათუნა ადეიშვილს, დარეჯან უგულავას, გულნაზ მატუას. აკადემიის ღვაწლმოსილმა საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა რამაზ სურმანიძემ სასწავლებლის 2017 წ. კურსდამთავრებულებს გადასცა დიპლომები.

      155 153 152 154

      157 156 158 159