ბათუმის სამედიცინო აკადემია

02.10.2017

საიუბილეო  საღამო  აკადემიაში

            ბათუმის სამედიცინო აკადემიის სასწავლო  პროცესის მართვის მენეჯერს ინგა შალამბერიძეს შეუსრულდა უხინჯოდ, ლამაზად განვლილი ცხოვრების 50 წელი, სამედიცინო აკადემიაში გაიმართა იუბილარისადმი მიძღვნილი საღამო.  ი.შალამბერიძის მოღვაწეობის  შესახებ ისაუბრა აკადემიის  დირექტორმა რევაზ უზუნაძემ.  აღნიშნა, რომ იუბილარი 25 წელია ნაყოფიერდ იღწვის  ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. მნიშვნელოვანია მისი წვლილი სასწავლებლის წარმატებაში. გამოირჩევა უმწიკლო მუშაობით, პროფესიონალიზმით, კოლეგებთან, სტუდენტებთან სამაგალითო კეთილგანწყობითი დამოკიდებულებით.  იუბილესთან დაკავშირებით ი.შალამბერიძეს მიენიჭა ღვაწლმოსილიაკადემიელის  წოდება და დასაჩუქრდა ერთი თვის ხელფასით. იუბილარს მიესალმა  და „ხანგრძლივი, კეთილსინდისიერი წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის“  საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის საპატიო სიგელით დააჯილდოვა ამავე საზოგადოების აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, განათლების აკადემიის აკადემიკოსმა აკაკი ზოიძემ. იუბილარს მიესალმენ და წარმატებები უსურვეს სამედიცინო აკადემიის დირექტორის მოადგილე  შორენა უზუნაძე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე, ფინანსური მენეჯერი ნანა მატუა, ბიბლიოთეკის გამგე ეთერი გოგიტიძე, საქმის წარმოების მენეჯერი დარეჯან უგულავა. მედცენტრის ექიმმა-ინფექციონისტმა, აკადემიის პროფესიულმა მასწავლებელმა ირმა ნოზაძემ წაიკითხა იუბილარისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი. ი.შალამბერიძეს იუბილე მიულოცეს  სასწავლებლის პედაგოგებმა, მეგობრებმა - ი.  ვარდიძემ, ნ. ცინცაძემ,  ს. ბრუნჯაძემ, ე. პილოფიანმა, ნ. უზუნაძემ. გაიჭრა საიუბილეო ტორტი.

 136 137 138 139