25.09.2017

საზეიმო შეხვედრა სტუდენტებთან

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოეწყო შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან. მათ მიესალმენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე, დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე, პროფესიული მასწავლებლები, - ირმა ნოზაძე, ზაირა ჯაფარიძე, მარინე კვირიკაძე, აკადემიის წარჩინებული კურსდამთავრებული თინათინ ჭუნაშვილი.
აღინიშნა, რომ სამედიცინო აკადემიის სტუდენტობა არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაც. რადგან  მათ უწევთ  სწავლა 25 წლიანი ტრადიციების მქონე ერთ-ერთ წარმატებულ სასწავლებელში.  აკადემიის უმთავრესი მიზანდასახულობაა მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიული სამედიცინო კადრები. ჩვენთან პროფესიული  სტუდენტებისათვის შექმნილია შესაბამისი პირობები ჩამოყალიბდნენ წარმატებულ სპეციალისტებად. გამომსვლელებმა სტუდენტებს  უსურვეს წარმატებები. 
 
 

                          130 131 132 

                          133 134  135