18.09.2017

მზადება სასწავლო წლის დასაწყებად.

              ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაო თათბირი. განხილული იქნა ახალი სასწავლო წლისათვის მზადების მდგომარეობა. თათბირს უძღვებოდა  აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე. განხილული  იქნა  სასწავლო წლის პირველი პერიოდის  კალენდარული გეგმა. გრაფიკი  (წარმოადგინა სასწავლო პროცესის მართვის  მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ). დაევალათ შესაბამის სამსახურებს პროფესიული მასწავლებლებისათვის მათი გაცნობა. სასწავლო პროცესის რეგულირების საკითხებში კომპეტენციის ასამაღლებლად დაიგეგმა პედაგოგთა ტრენინგი. მზია ბაკურიძემ (სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი) წარმოადგინა აკადემიის 2017-2018 სასწავლო წლის  სამოქმედო გეგმა. ისაუბრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წ. 16 აგვისტოს #510  ბრძანებიდან გამომდინარე აკადემიის  პროფესიულ  საგანმანათლებლო  პროგრამებში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე. შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე) წარმოადგინა  ინფორმაცია 25 სექტემბერს სასწავლო წლის დასაწყებად  მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, რომ ეს დღე იყოს ყველასთვის ცოდნის ზეიმი. თითოეულ პერსონალს მიეცა შესაბამისი დავალება.

                                     122 123