10.09.2017

გარე მხარდაჭერის სპეციალისტის ვიზიტი აკადმიაში

               მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის  ფარგლებში, მ/წლის 6-8 სექტემბერს, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა  ხარისხის განვითარების ეროვნული  ცენტრის  მოდულური პროგრამების  დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტი ქეთევან ლომაია. ვიზიტის მიზანდასახულობიდან გამომდინარე საუბარი იყო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის  2017 წლის 16 აგვისტოს  ბრძანების  საფუძველზე აკადემიაში მოქმედ „ფარმაცევტის  თანაშემწის“ და „პრაქტიკოსი ექთნის“ მოდულურ პროგრამებში ცვლილებების შეტანის წესის, პროცედურების თაობაზე. ექსპერტის რეკომენდაციით დაიგეგმა ცვლილებები არჩევით მოდულებში. იყო რჩევები აპლიკანტებისადმი ქართული ენის კომპეტენციის დადასტურების შესახებ. გაეცნო სტრატეგიული განვითარების 2017-2018 ს/წლის  სამოქმედო გეგმას, აკადემიის დებულებას, სასწავლებლის მზადებას ახალი სასწავლო წლისათვის, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ მასალებს. ქალბატონ ქეთევანის ვიზიტმა ჩაიარა გამოცდილების, აზრთა ურთიერთგაზიარების, ჭეშმარიტად კონსულტირების რეჟიმში. შეხვედრაში აკადემიიდან მონაწილეობას ღებულობდნენ, - რევაზ უზუნაძე (დირექტორი), შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე),  ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენჯერი), მზია ბაკურიძე (სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ნარგიზ ბუცხრიკიძე (პროფესიული მასწავლებელი), დარეჯან უგულავა (საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მენეჯერი), ნანა მატუა (ფინანსური მენეჯერი).

117 118