08.09.2017

დოქტორანტი აკადემიელი

                სულ ახლახან ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მოვიდა სასიხარულო ცნობა, - აკადემიის პროფესიული მასწავლებელი  ბიოლოგიის მაგისტრი სოფიო ბრუნჯაძე გახდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დოქტორანტი. მან წარმატებით  გაიარა  დოქტურანტურაში ჩარიცხვის  ეტაპები. იგი  10 წელია მუშაობს აკადემიაში. სოფიკო არის წარმატებული პედაგოგი. აქტიურადაა  ჩართული აკადემიის საქმიანობაში. ხელმძღვანელობს სტუდენტთა გაერთიანებას. გამოირჩევა კვლევითი  მუშაობის კარგი უნარით. მისი ხელმძღვანელობით სტუდენტების მიერ მომზადებულმა  თემებმა არაერთხელ მოიპოვეს  საპრიზო  ადგილები აკადემიის  სტუდენტთა, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონფერენციებზე. დარწმუნებული ვართ სოფიკო ასეთივე  წარმატებით მიაღწევს დასახულ მიზანს და მოიპოვებს დოქტორანტის სამეცნიერო ხარისხს. სოფიო ბრუნჯაძის სახით დარგს შეემატება კარგი პროფესიონალი. 

116