20.06.2017

აკადემია საქართველოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა კონფერენციაზე

2017 წ. 20 ივნისს უფლისციხის  მუზეუმის   საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პროფესიული განათლების მასწავლებელთა სტუდენტთა ΙΙ კონფერენცია. მის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის საკმაოდ მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა დირექტორ რევაზ უზუნაძის ხელმძღვანელობით.კონფერენციაზე აკადემიიდან  წარდგენილი იყო მოხსენებები: „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ (მომხს. მზია ბაკურიძე, პროფესიული მასწავლებელი), „საშვილოსნოს კიბოს გავრცელება  აჭარაში“ (მომხსენ. ნინო კახაბერიძე, პრაქტიკოსი  ექთნის V დონის სტუდენტი. ხელმძღ.  ქეთევან ნოზაძე, პროფესიული მასწავლებელი), „ევთანაზია“   (მომხს. მარიამ ძნელაძე, მარიკა ჩავლეიშვილი, - პრაქტიკოსი  ექთნის V დონის სტუდენტები. ხელმძღ. ნარგიზ ბუცხრიკიძე, პროფესიული მასწავლებელი), „გრეიფუტი და მისი გამოყენება მედიცინაში“  მომხს. ლამარა დიასამიძე  (ფარმაცევტის თანაშემწის ΙV დონის სტუდენტი. ხელმძღ. სოფიო ბრუნჯაძე პროფესიული მასწავლებელი).კონფერენციის მუშაობამ ჩაიარა წარმატებით. წარდგენილი მოხსენებების თეზისები გამოქვეყნდა კონფერეციისადმი მიღვნილ ბროშურაში.

               9899 100 

    101 102 103 108