ბათუმის სამედიცინო აკადემია

16.06.2017

თემატური ექსკურსია ავერსი-რაციონალში

2017 წლის 16 ივნისს, სასწავლო ექსკურსიის პროგრამით, ფარმაცევტულ  საწარმო „ავერსი-რაციონალში“ იმყოფებოდნენ ბათუმის სამედიცინო აკადემიის ფარმაცევტის სპეციალობის სტუდენტები, პროფესიული მასწავლებლები. აღნიშნული ვიზიტები ხორციელდება „ავერსი-რაციონალსა“ და ბათუმის სამედიცინო აკადემიას შორის გაფორმებული  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ჯგუფს თემატური ექსკურსია ჩაუტარა დირექტორის თანაშემწემ მარიამ ონანაშვილმა. მან სტუმრებს გააცნო საწარმოს ისტორია, მისი მიღწევები, წარმატებები. ექსკურსიის მონაწილეებმა დაათვალიერეს უმაღლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი  ფარმაცევტული  საწარმოს საამქროები, ლაბორატორიები. გაეცნენ ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების პროცესს. ჯგუფს ხელმძღვანელობდა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, პროფესიული მასწავლებელი  მზია ბაკურიძე. მისი თქმით: ავერსი-რაციონალში როგორც ყოველწლიურად ამჟამადაც მოგვიწყვეს არაჩვეულებრივი დახვედრა. ვართ აღფრთოვანებული. ჩვენი აკადემიის მიზანია ფარმაცევტის სპეციალობის სტუდენტებს გავაცნოთ  ეროვნული ფარმაცევტული წარმოების მექანიზმები. ჯგუფში ასევე ჩართული იყვნენ  აკადემიის მასწავლებლები სოფიო ბრუნჯაძე, ნიგარი შაინიძე. გვინდა მადლობა გადავუხადოთ „ავერსი-რაციონალის“ ხელმძღვანელობას, პერსონალს აკადემიის სტუდენტთა ჯგუფების  გულთბილი მიღებისათვის.

    94 9397   

95 96  92