12.05.2017

    აკადემიის მონაწილეობა ექთანთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში
ექთანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 12 მაისს ბათუმში, სასტუმრო ,,ინტურისტ პალასში“ საქართველოს ექთანთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საზეიმო შეხვედრა. ესწრებოდნენ სამედიცინო დაწესებულებების ექთნები, ბათუმის სამედიცინო აკადემიის საექთნო საქმის სპეციალობის სტუდენტები, პერსონალი. საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის სახელით ღონისძიების მანაწილეთ მიესალმა სამედიცინო აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე. მან აღნიშნა ექთნების წამყვანი როლი სამედიცინო მომსახურებაში, როგორც რაოდენობრივად ასევე პროფესიული დატვირთულობით. დიდია მათი წვლილი პაციენტის დროულად გამოჯამრთელებაში. აღნიშნა საქართველოს ექთანთა ასოციაციის როლი ექთანთა დიპლომამდელ და დიპლომის შემდგომ სწავლებაში. მიუთითა მათ მჭიდრო, მეგობრულ თანამშრომლობაზე საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციასთან. ვინაიდან კოლეჯების დიდი ნაწილი ახორციელებს სამედიცინო პროფესიულ პროგრამებს. დიპლომამდელ სწავლებაში ექთანთა ასოციაციის ჩართულობა ეხმარება კოლეჯებს მოამზადონ მაღალ კვალიფიციური ექთნები. საზეიმო ვითარებაში ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გარსევანიშვილმა და სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. ,,პირველადი გადაუდებელი დახმარების” პროგრამით ტრეინიგის წარმატებით გავლისათვის ქალბატონმა ქეთევან გარსევანიშვილმა აკადემიის სტუდენტებს გადასცა სერტიფიკატები. ღონისძიების მონაწილეთ პროფესიული დღე მიულოცა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ. დასასრულს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტ ქეთევან გარსევანიშვილს ავტოგრაფით საჩუქრად გადასცა თავისი წიგნი ,,ბათუმი“.

66 676869

70 7172 73