08.05.2017

                                            აკადემიისსტუდენტთა XIIკონფერენცია

სტუდენტური დღეების ფარგლებში 3 – 5 მაისს მიმდინარეობდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტთა სამეცნიერო -  პრაქტიკული კონფერენცია. იგი მიეძღვნა სამედიცინო აკადემიისს დაფუძნების 25 წელს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა 20- ზე მეტი ნაშრომი. რომლებიც გამოირჩევიან აქტუალობით, პრაქტიკული ხასიათით და თემატური მრავალფეროვნებით. თემები გამოქვეყნდა კონფერენციის პროგრამაში. ჟიურის თავჯდომარის (ი. შალაბრერიძე) მიერ წარმოდგენილი შედეგების მიხედვით საპრიზო ადგილები მოიპოვეს სტუდენტებმა ლამარა დიასამიძემ, ნინო კახაბერიძემ, ილონა მჟავანაძემ, მარიამ ძნელაძემ, ჟუჟუნა ფენჩიძემ, მარიამ ჩავლეიშვილმა. ისინი და თემის ხელმძღვანელი პედაგოგები დაჯილდოვდნენ პრიზებით, გადაეცათ საჩუქრები. წარმოდგენილი საყურადღებო ნაშრომებისა და კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის პრიზებით დაჯილდოვდნენ სტუდენტები: ელიზავეტა კალანდაძე, ელზა უზუნაძე, მარიამ თხილაიშვილი, გულნარა გოგაბერაშვილი, მირანდა გოგიტიძე, ქრისტინე დიდოსიანი, თეა წერეთელი, თინათინ ჭუნაშვილი, ილონა კირტოკა, ქრისტინა ბერიძე, ნინო ცინცაძე, მაგდა ფირცხალაიშვილი, მარიამ ჭელიძე, ლინდა ომერაძე, სოფიკო ბერიძე. სტუდენტებს წარმატებები მიულოცეს და პრიზები გადასცენ აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ. სიტყვით გამოვიდნენ პედაგოგები, ზაირა ჯაფარიძე, სოფიკო ბრუნჯაძე, ირმა ნოზაძე, ნიგარი შაინიძე, სტუდენტები: ლამარა დიასამიძე, თინათინ ჭუნაშვილი, მარიამ ძნელაძე, ნინო კახაბერიძე, ილონა მჟავანაძე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა აჭარის ონკოლოგიის ცენტრის დირექტორი ნოდარ ფუტკარაძე. მან აღნიშნა რომ სტუდენტური კონფერენციები მნიშვნელოვანი    კომპონენტია კვალიფიციური კადრების მომზადებაში. შემაჯამებელი სხდომის შემდეგ მოეწყო ექსკურსია გონიოს მუზეუმ - ნაკრძალში.

     53 54 55 56

57 58 59 60