ბათუმის სამედიცინო აკადემია

26.04.2017

                            პროფორიენტაციის საათი ზოგადსაგანათმლებლო დაწესებულებებში.

2017 წლის 26 აპრილი.ბათუმის სამედიცინო აკადემია ესტუმრა .ბათუმის მე-27 საჯარო სკოლის 9-11 კლასებს და მოაწყო პრეზენტაცია თემაზე -: ,, პროფესიები და დასაქმება’’. პროფესიული განათლება უწყვეტი სწავლის სისტემაში უმნიშვნელოვანესი რგოლიაადამიანს პროფესიული კარიერის დაწყება შეუძლია საშუალო სკოლის საბაზო საფეხურის (9 კლასის) შემდეგ და პროფესიული განათლება ეხმარება ერთის მხრივ პროფესიული პრაქტიკული უნარების გამომუშავებასა და დასაქმებას კონკრეტული კვალიფიკაციით, მეორეს მხრივ უქმნის შესაძლებლობებს სწავლა გააგრძელოს განათლების შემდგომ საფეხურებზეაკადემიის ხარისხის სამსახურის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ, პროფესიულმა მასწავლებელმა მარინა კვირიკაძემ ისაუბრეს პროფესიული განათლების არსზე , ფუნქციებზე, მიზანსა და როლზე, როგორც სწორ არჩევანზე წარმატებული მომავლისათვის. ,,ისწავლე და დასაქმდი !’’ -ამ ლოზუნგით კი საუბრისას კი გაამახვილეს ყურადღება თუ რატომ უნდა ისწავლონ სამედიცინო აკადემიაში,აქვთ თუ არა სურვილი გახდენ ლიდერები, სურთ თუ არა საზოგადოებას მოუტანონ სიკეთე, ქონდენ საკუთარი ბიზნესი და იყვნენ წარმატებული ადამიანები...ხაზი გაესვა აკადემიის ძლიერ მხარეს,რომ ისინი მხოლოდ სამედიცინო მიმართულების პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ.ამიტომაც მთელი რესურსი მედიცინის სწავლებაზეა მიმართული.ისინი ასწავლიან ყველაფერს,რაც წარმატებული მედიკოსისათვის არის საჭირო.

                                   51 50 52