ბათუმის სამედიცინო აკადემია

06.04.2017

,,დედაშვილობა"

6 აპრილს ხალხმრავლობა იყო ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. ლამაზად მორთულ სააქტო დარბაზში გაიმართა საინტერესო ღონისძიება ,,დედაშვილობა“. მიეძღვნა ქალს, დედას, სიცოცხლეს, სიყვარულს. საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს აკადემიის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე, ასოციაციის გამგეობის წევრი მანანა მახარაშვილი, ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის დირექტორი ჟუჟუნა ზოიძე, ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის მენეჯერი იზოლდა ხალვაში, ხარისხის სამსახურის უფროსი მანანა ხაბაძე, შავიზღვის აკადემიის დირექტორი ნანა მეგრელიძე, სააფთიაქო ქსელ ,,ბაჩის“ დირექტორი მანანა ბაუჟაძე. ღოსძიების მონაწილეთ მიესალმა აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე. შეხვედრა მიყავდა სამედიცინო აკადემიის ხარისხის სამსახურის მენეჯერ ქალბატონ მზია ბაკურიძეს. ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა აკადემიის სტუდენტების მიერ შესრულებული ლექსები, სიტყვები ქალზე, დედაზე, ანთებული სანთლები, ფრაგმენტები ქართული კინოფილმებიდან. აკადემიის სტუდენტებმა ღონისძიების მონაწილე ქალბატონებს მიართვეს ნარცისები და სიმბოლური საჩუქრები.

  39 40 41 42