ბათუმის სამედიცინო აკადემია

18.03.2017

სტუდენტთა წრის სხდომა

            ბათუმის სამედიცინო აკადემიაში რეგულარულად იმართება სტუდენტთა სამეცნიერო  წრის სხდომები. სადაც ხდება მათ მიერ მომზადებული თემების წადგინება-განხილვა,  საუკეთესო თემების  შერჩევა აკადემიის სტუდენტთა სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე წარსადგენად.

          მორიგი წრის სხდომა  გაიმართა 17 მარტს. მოსმენილი იქნა სტუდენტთა  მოხსენებები:

„გვირილა და მისი გამოყენება მედიცინაში“ – ირინა ვაშაყმაძე (ფარმაცევტული  პრეპარატების წარმოების სპეციალობის ΙΙΙ დონის სტუდენტი).  ხელმძღვანელი მარინე კვირიკაძე.

„რევმატიზმები და მისი მკურნალობა“ – ლინდა ომერაძე, სოფიო ბერიძე (პრაქტიკოსი ექთნის სპეციალობის V დონის სტუდენტები). ხელმძღვანელი მარინე კვირიკაძე. 

„გრეიფუტი და მისი  გამოყენება მედიცინაში“- ლამარა დიასამიძე (ფარმაცევტის თანაშემწის ΙV დონის სტუდენტი). ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე.

წარმოდგენილი მოხსენებების  ირგვლივ  იყო შეკითხვები, გაიმართა დისკუსია. გამოითქვა გარკვეული შენიშვნები. მათი გათვალისწინების საფუძველზე მოხსენებებს მიეცათ რეკომენდაცია მოხდეს  წარდგინება სტუდენტთა სამეცნიერო  კონფერენციაზე. მოხსენებების განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა  სტუდენტი მარიამ ძნელაძე (პრაქტიკოსი ექთნის V დონის სტუდენტი).

წრის სხდომას ესწრებოდნენ:

მზია ბაკურიძე     - ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, პროფესიული მასწავლებელი;

მარინე კვირიკაძე - პროფესიული მასწავლებელი;

სოფიო ბრუნჯაძე - სტუდენტთა გაერთიანების  მეცნიერ ხელმძღვანელი.  პროფესიული მასწავლებელი;

ეთერი გოგიტიძე - ბიბლიოთეკის გამგე.

24 23 21 22