ბათუმის სამედიცინო აკადემია

21.12.2016

სტუდენტთა საქველმოქმედი გამოფენა აკადემიაში

        2016 წლის 21-23 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა  აკადემიის  სტუდენტთა ნახატების, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფრნა-გაყიდვა. იგი ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს  სტუდენტების, -  ლიკა მოსესოვას (პრაქტიკოსი ექთნის პროგრამის V დონე), ნინო შარაძის (მასაჟისტის გადამზადების კურსი), დარეჯან კომახიძის (ფარმაცევტის თანაშემწის პროგრამის ΙV დონე), მარიამ რამიშვილის,  მარგალიტა ოვაკიანის, ვარდო სალაძის (ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობა) ნამუშევრებმა. აკადემიის სტუდენტთა გაერთიანებამ  დაგეგმა  შემოსული, შემოწირული  თანხებით შეიძინონ საახალწლო საჩუქრები და წინასაახალწლოდ  ხელდამშვენებულები ეწვიონ წმ.ეკატერინეს სახელობის მოხუცთა სახლს. რითაც მიუსაფარ მოხუცებს აჩუქებენ  ერთ ლამაზ დღეს.

        აკადემიასთან ერთად  აქციაში  მონაწილეობა მიიღო მედცენტრის პერსონალმა.

137 138136139