20.04.2016

2016 წ. 4-5 დეკემბერს შემაჯამებელი ვიზიტის პროგრამით ბათუმის სამედიცინო აკადემიას ეწვია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გარე მხარდამჭერისა და კონსულტირების სპეციალისტი  დარეჯან ლოსაბერიძე. ვიზიტის სამუშაოდან გამომდინარე ქ-ნი დარეჯანი დაინტერესდა „პრაქტიკოსი ექთნის“ (V დონე) და „ფარმაცევტის თანაშემწის“ (ΙV დონე) მასწავლებელთა ჩართულობით მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესში. განხორციელდა სასწავლო პროცესზე დაკვირვება და მისი ანალიზი. მოხდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გაანალიზება. დაესწრო მეცადინეობებს  მოდულებზე: „კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა“ (განმახორციელებელი ნინო ცინცაძე), „მომხმარებლისათვის მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შერჩევა“ (განმახორციელებელი სოფიო ბრუნჯაძე), „გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა“ (განმახორციელებელი გულნარა იოსავა). მიღებული წელიწადნახევარი გამოცდილებიდან გამომდინარე განმახორციელებელთა მიერ გამოითქვა სურვილი ცალკეული მოდულის სრულყოფის საჭიროების თაობაზე. ზოგიერთი მეთოდური შენიშვნის მიუხედავად, აღინიშნა განმახორციელებელთა კვალიფიციურობა. გაეცნო  შიდა მხარდამჭერი ჯგუფის მუშაობას.ქ-ნ დარეჯან ლოსაბერიძის სამივე ვიზიტი მიმდინარეობდა ჭეშმარიტად გარე მხარდამჭერისა და კონსულტირების, ურთიერთ პატივისცემის, აზრთა გაზიარება-შეჯერების რეჟიმში.

129 130 131