21.09.2016

შეხვედრან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან

20 სექტემბერს დიდი ხალხმრავლობა იყო საქართველოს ბიზნეს აკადემიაში. კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კერძო პროფესიულ სასწავლებელთა ხელმძღვანელების და პედაგოგთა შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, ხარისხის მართვის მენეჯერი მზია ბაკურიძე, პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესიული მასწავლებელი შორენა უზუნაძე. იყო საუბარი კერძო კოლეჯების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, პროფესიულ განათლებაში შექმნილ ჩიხზე, რაც ხელს უშლის დარგის განვითარებას. მინისტრმა ისაუბრა პროფესიულ განათლებაში არსებულ პრობლემებზე. წარმოადგინა პროფესიული განათლების წინაშე მდგარი უახლესი ამოცანები და განცითარების პერსპექტივები.

123 124 125

126 127