ბათუმის სამედიცინო აკადემია

20.11.2016

 2016 წლის 20 ნოემბერს ქობულეთის პროფესიულ სასწავლებელ „ახალ ტალღაში“ გაიმართა განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის  სამუშაო შეხვედრა  მოდულური პროგრამების  განმახორციელებელი პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. ბათუმის შოთა რუსთაველის  უნივერსიტეტსა და საზღვაო აკადემიასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა  ბათუმის სამედიცინო აკადემიის პერსონალი. ცენტრის წარმომადგენლებმა კახაბერ ერაძემ, (პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების  ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი), ნანი დალაქიშვილმა (პროგრამის დანერგვის კოორდინატორი), ნინო ელბაქიძემ (მასწავლებელთა  პროფსიული განვითარების პროგრამის მენეჯერი), ქეთი ციხისელმა (მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის უფროსი ოფიცერი) ისაუბრეს  სამუშაოზე დაფუძნებული  სწავლების  პრინციპით სწავლების ორგანიზებაზე, მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული  ტრენინგების შესახებ.  აღინიშნა, რომ საჭიროა მასწავლებლებისათვის მოეწყოს  რეგიონში გასვლითი ტრენინგები. მოეწყო დანერგვის მხარდაჭერის კომპონენტების ფარგლებში მომზადებული შემაჯამებელი  ანალიზის განხილვა.გაიმართა აზრთა გაზიარება, კიხთვა-პასუხი მოდულური პროგრამების დანერგვის პროფესიულ კვლიფიკაციათა განვითარების საკითხებთან დაკავშირებით. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან საკითხების განხილვაში  მონაწილეობა  მიიღეს რევაზ უზუნაძემ (აკადემიის დირექტორი), მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), პროფესიულმა მასწავლებლებმა - ქეთევან ნოზაძემ , მარინე კვირიკაძემ.

შეხვედრა ჩაიარა საქმიან ვითარებაში.

114 115 116