ბათუმის სამედიცინო აკადემია

13.10.2016

12 ოქტომბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში  ვიზიტით იმყოფებოდა მოდულების დანერგვის  გარე  მხარდამჭერისა და კონსულტირების  სპეციალისტი  დარეჯან ლოსაბერიძე. გაეცნო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. დაესწრო მოდულებზე   „ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვა“  (განმახორციელებელი ნ. თებიძე), „გაცნობითი პრაქტიკა“ (განმახორციელებელი გ.აბაშიძე), „რეცეპტში მოცემული ინფორმაციის წაკითხვა“ (განმახორციელებელი ი.ვარდიძე), „მომხმარებლისათვის ბავშვთა კვების და ჰიგიენური საგნების  შერჩევა“ (განმახორციელებელი მ.კვირიკაძე),  ლექციური, პრაქტიკული და განმსაზღვრელი  შეფასების  კომპონენტების განხორციელების პროცესს. შეხვდა აკადემიის ხარისხის  მართვის სამსახურისა და შიდა მხარდამჭერი  ჯგუფის წევრებს, მოდულების განმახორციელებელ პერსონალს. კონსულტირებისა  და აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში  შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო  სასწავლო პროცესის დაგეგმვა-განხორციელების, სტუდენტთა შეფასების კომპონენტებს. აღინიშნა, რომ სრულყოფას საჭიროებს  მოდულური პროგრამები,  სახელმძღვანელოები.

99100102

9810197