ბათუმის სამედიცინო აკადემია

19.09.2016

ახალი სასწავლო წლის დაწყება აკადემიაში

19  სექტემბერს საზეიმო განწყობა  იყო ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. დაიწყო სასწავლო წელი. ისევ ახმიანდა სიჩუმე დასადგურებული სასწავლო აუდიტორიები, დერეფნები.

სააქტო დარბაზში მოეწყო შეხვედრა აკადემიაში  ჩარიცხულ სტუდენტებთან, მშობლებთან, შეკრებილთ მიესალმენ და უსურვეს წარმატებები აკადემიის  დირეტორი, პროფესორი რევაზ უზუნაძე, ხარისხის მართვის მენეჯერი მზია ბაკურიძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე. გაეცა პასუხი დასმულ შეკითხვებს.