1.07.2016

ბათუმის სამედიცინო აკადემია

ბათუმის სამედიცინო  აკადემიაში დამკვიდრებულია საინტერესო ტრადიცია, -  კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში  გადაეცემათ დიპლომები. 2016 წლის გამოშვების  კბილის ტექნიკოსის პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს  აკადემიის დირექტორმა,  პროფესორმა  რევაზ უზუნაძემ  გადასცა დიპლომები და უსურვა წარმატებები.

კურსდამთავრებულებს დიპლომის გადაცემა მიულოცეს: აკადემიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ინგა შალამბერიძემ, პროგრამის ხელმძღვანელმა შორენა უზუნაძემ. კურსდამთავრებულებმა აღნიშნეს, რომ აკადემიაში მიიღეს კვალიფიციური ცოდნა-გამოცდილებები. შედეგად მნიშვნელოვანი ნაწილი დასქმდა პროფესიის შესაბამისად.