25.05.2016

„საქართველოს კარიტასი“-ს ტრენინგკურსები აკადემიაში

16-20 მაისს ბათუმის სამედიცინო აკადემიას სტუმრობდნენ „საქართველოს კარიტასი“-ს  სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიქაძე დ ცენტრის ტრენერი ნინო ფერაძე. მათ, შინმოვლის პროგრამით აკდემიის სტუდენტებს ჩაუტარეს  ტრენინგკურსები. სწავლის პროცესში გამოყენებული იყო ფუნქციონალური მანიკენები, მოვლის დამხმარე საშუალებები და სხვა თვალსაჩინოებანი. მეცადინეობა მიმდინარეობდა სასწავლო-პრაქტიკულ პროცესში სტუდენტების აქტიური ჩართულობით. ისინი გაეცნენ ხანდაზმული, უნარშეზღუდული, ოპერაციის შემდგომი პაციენტების მოვლის მეთოდებს ბინის პირობებში.

გამოცდის შედეგების საფუძველზე კურსანტებს გადაეცათ სასწავლო კურსის დამთავრების სერთიფიკატები.