ბათუმის სამედიცინო აკადემია

24.05.2016

სტუდენტთა XXI სამეცნიერო  კონფერენცია აკადემიაში

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში  ჩატარდა სტუდენტთა XXI სამეცნიერო-პრაქტიკული  კონფერენცია. რომელიც ორი დღე მიმდინარეობდა. წარმოდგენილი იქნა თხუთმეტამდე თემა. ისინი გამოქვეყნდა კონფერენციისადმი მიძღვნილ პროგრამაში. სტუდენტური ნაშრომები გამოირჩეოდა  აქტუალობით, ორიგინალურობით. კომპეტენტურმა ჟიურიმ (თავმჯდომარე ი.შალამბერიძე) შეაფასა სტუდენტთა  გამოსვლები და გამოავლინა პრიზიორ მომხსენებლები. პირველი პრემია მიენიჭათ - პრაქტიკოსი ექთნის V დონის სტუდენტ ელიზავეტა კალანდაძეს (ხელმძღვანელი ქეთევან ნოზაძე) და ფარმაცევტის თანაშემწის IV დონის სტუდენტ ელზა უზუნაძეს  (ხელმძღვანელი მზია ბაკურიძე); მეორე პრემია - პრაქტიკოსი ექთნის V დონის სტუდენტ ცირა ცეცხლაძეს (ხელმძღვანელი გულნარა აბაშიძე-გაბაიძე); და ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის III საფეხურის სტუდენტ მარიამ გუმბარიეს (ხელმძღვანელი მარინე კვირიკაძე);  მესამე პრემია - ფარმაცევტის თანაშემწის IV დონის სტუდენტ მაგდა ახალაძეს და ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის III საფეხურის სტუდენტ ნინო ნიორაძეს (ხელმძთღვანელი სოფიო ბრუნჯაძე). აქტიური მონაწილეობისათვის წამახალისებელი პრემიები მიენიჭათ სტუდენტებს: გოჩა დევაძეს, რუსუდან ჯაფარიძეს, ხათუნა სურმანიძეს, ნათია გაბაიძეს, თამილა ცეცხლაძეს, ინდირა დავითაძეს, ილონა ჯიჯავაძეს, თამუნა დიასამიძეს, დიანა სოლომონიძეს, ლიკა კოსტავას, ანა ღურწკაიას.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ - მედცენტრის დირექტორის მოადგილე სონიკო ძნელაძე, „საქართველოს კარიტასი“-ს  სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიქაძე, ცენტრის ტრენერი ნინო ფერაძე.

აკადემის დირექტორმა, პროფესორმა რევაზ უზუნაძემ პრიზიორ სტუდენტებს და მათ ხელმძღვანელებს გადასცა საპატიო და ქების სიგელები, ფასიანი საჩუქრები.

საზეიმო ვითარებაში აკადემიის მეგობრის წოდება მიენიჭა და შესაბამისი დიპლომი გადაეცა „საქართველოს კარიტასი“-ს სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიქაძეს.

საერთაშორისო და XXI კონფერენციებთან დაკავშირებით აქტიური ჩართულობისათვის გამოეცხადათ დირექტორის მადლობა და გადაეცათ მადლობის ბარათები აკადემიის ადმინისტრაციულ პერსონალს - ინგა შალამბერიძეს, მზია ბაკურიძეს, ნარგიზ ბუცხრიკიძეს, სოფიო ბრუნჯაძეს, დარეჯან უგულავას, ლიანა ქამადაძეს.