ბათუმის სამედიცინო აკადემია

16.04.2016

 

ქართული ენის დღსადმი მიღვნილი საღამო აკადემიაში

 

15 აპრილს ბათუმის  სამედიცინო აკადემიაში  გაიმართა ქართული ენისა და სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი საღამო. მასში მონაწილეობას იღებდნენ სამედიცინო აკადემიისა და ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის  სტუდენტები, ადმინისტრაციისა და პედაგოგიური პერსონალი. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და ქართული ენის დღე მიულოცა  სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. ღონისძიება უძღვებოდა სამედიცინო აკადემიის ხარისხის უზურნველყოფის  მენეჯერი მზია ბაკურიძე. სამედიცინო აკადემიის  მონაწილეებმა წარმოადგინეს ინსცენირება „ო ენავ ჩემო, დედაო ენავ“,   ანა ონიანის მოთხრობის ეკრანიზაცია „აკვანი“,  სტუდენტმა გოჩა დევაძემ  წაიკითხა საკუთარი ლექსები.  საზოგადოებრივი აკადემიის სტუდენტებმა წარმოადგინეს კომპოზიცია „უსიყვარულოდ მზე არ სუფეს ცის კამარაზე“, ღონისძიება მოამზადა სამედიცინო აკადემიის  სტუდენტურმა გაერთიანებამ (ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე). რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.  მონაწილეთ მიესალმენ ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის დირექტორი ჟუჟუნა  ზოიძე, დირექტორის მოადგილე ჟუჟუნა პაიჭაძე.  სამედიცინო აკადემიის  ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე, პედაგოგი მარინე კვირიკაძე. მონაწილეებმა გადაიღეს სამასხსოვრო ფოტოები.