14,03,2016

13 მარტს, სასტუმრო „ბეტსის“ საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ გამართა შეხვედრა წევრ კოლეჯებთან. მოეწყო ბრენდირებაში გამარჯვებული სასწავლებლების დაჯილდოება სერთიფიკატებით.  ბრენდირებით გათვალისწინებული კრიტერიუმებიდან გამომდინარე ბათუმის სამედიცინო აკადემიამ მიიღო უმაღლესი შეფასება და მიენიჭა ხუთი ვარსკვლავი. შეხვედრაზე,  საზეიმო ვითარებაში,  ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო გომელაურმა აკადემიის დირექტორს  რევაზ უზუნაძეს  გადასცა სასწავლებლისათვის ბრენდირების ხუთი ვარსკვლავის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატი.  ეს ბათუმის სამედიცინო აკადემიის ახალი დიდი წარმატებაა.