ბათუმის სამედიცინო აკადემია

19.02.2016

2016 წლის 18 თებერვალი. ბათუმის სამედიცინო აკადემიის კიდევ ერთი ლამაზი დღე. გაიმართა შეხვედრა- ,,სტუმრის დღე“ . .ამჯერად ჩვენი სტუმარი იყო დამოუკიდებელი ლიტერატორი გოდერძი სუქნიძე, რომელმაც მოაწყო კლასიკური პოეზიის საღამო.წაკითხული იქნა გალაქტიონ ტაბიძის, გოდერძი ჩოხელის,ვაჟა ფშაველას,ნიკოლოზ ბარათაშვილის ,ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან ლექსები. სტუმარმა თავიანთ შემოქმედებაში ახალგაზრდებს წინსვლა, წარმატება უსურვა და მადლობა გადაუხადა გულთბილი შეხვედრისათვის სამედიცინო აკადემიის დირექტორს ბატ-ნ რევაზ უზუნაძეს.შეხვედრას ესწრებოდნენ: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი-ინგა შალამბერიძე; სტრატეგიული განვითარებისა და ხარიხსხის უზრუნველყოფის მენეჯერი -მზია ბაკურიძე; სასწავლო პროცესის მარეგულირებელი -ინგა ვარდიძე და პრაქტიკოსი ექთნისა და ფარმაცევტის თანაშემწის სტუდენტები.შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა.