13.12.2015

10-12  დეკემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში  ვიზიტით იმყოფებოდნენ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან  მოვლინებული გარე მხარდაჭერის ჯგუფის სპეციალისტები ირმა გრძელიძე, გოჩა გოგიტიძე, ისინი გაეცნენ განვლილი ხუთი კვირის მანძილზე აკადემიაში მოდულური პროგრამების დანერგვის მიმდინარეობას,  შიდა მხარდამჭერი ჯგუფის მიერ გაწეულ მუშაობას. დაესწრნენ მოდულების განმახორციელებელ პედაგოგთა  - ინგა ვარდიძის,  გულნარა აბაშიძე-გაბაიძის, მარინე კვირიკაძის, მზია ბაკურიძის, ირმა ნოზაძის, მეცადინეობებს. რომლებიც მოიცავდნენ თეორიულ, პრაქტიკულ მეცადინეობებს, განმსაზღვრელ შეფასებებს. გაესაუბრნენ სტუდენტბს. დაათვალიერეს  აკადემიის სასწავლო ბაზა. გაეცნენ სტუდენტთა და მოდულების განმახორციელებელ პედაგოგთა კითხვარების პასუხებს და მათ ანალიზს. 12 დეკემბერს გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა  გარე მხარდამჭერი  ჯგუფის სპეციალისტებსა და აკადემიის  პერსონალს შორის. ექსპერტებმა გოჩა გოგიტიძემ, ირმა გრძელიძემ აღნიშნეს, რომ არის შესაბამისი პირობები და სასწავლებლის პერსონალის მზაობა მოდულური პროგრამების წარმატებით დასანერგად. ასევე ითქვა, მოდულების სხვადასხვა კომპონენტის სრულყოფილად განხორციელებისათვის საჭიროა მუშაობა მასწავლებელთა კომპეტენციის  ასამაღლებლად. აკადემიის დირექტორმა  რევაზ უზუნაძემ დადებითად შეაფასა გარე მხადამჭერი ჯგუფის  ვიზიტი. ასევე ითქვა, რომ მოდულური პროგრამის ცალკეული კომპონენტები საჭიროებენ სრულყოფას რაც  აღნიშნულია ადმინისტრაციის კომენტარებში. მოდულური პროგრამების  დანერგვის პროცესთან დაკავშირებით  ისაუბრეს  ი.შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), მ.ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), პედაგოგებმა ი.ვარდიძემ, დ.სვანიძემ, ი.ნოზაძე, ვ.ტაკიძემ, გ.აბაშიძე-გაბაიძემ, ნ.სტამბოლიშვილმა.