ბათუმის სამედიცინო აკადემია

18.11.2015

მოდულური პროგრამების დანერგვის

მონიტორინგისა და  ხელშეწყობის

სპეციალისტები აკადემიაში

მოდულური პროგრამების მხარდაჭერის მიზნით განათლების ხარისხის  განვითარების  ეროვნული ცენტრის  პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის  ფარგლებში, დანერგვის კომპონენტებთან დაკავშირებით მეთოდოლოგიური კონსულტაციების გაწევის მიზნით აკადემიაში ცენტრის მიერ მივლინებული იქნენ მოდულური პროგრამების დანერგვის მონიტორინგისა და ხელშეწყობის სპეციალისტები მაია თოიძე, ეკა ფოჩხუა. შეხვდნენ სასწავლებლის ადმინისტრაციულ პერსონალს. იყო კონსულტაციები, აზრთა გაცვლა სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე მონიტორინგის პროცედურებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით.