17.09.2015

გაცნობებთ რომ

ბათუმის სამედიცინო აკადემია აჭარაში მოქმედი მედია საშუალებების ჟურნალისტებისათვის ატარებს ერთდღიან უფასო ტრენინგ-სემინარს თემაზე: „პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“. სემინარის მონაწილეები შესაბამის თეორიულ ცოდნასთან ერთად შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შესაბამის სიტუაციებში სწრაფად და ეფექტურად მოქმედებისათვის.

            მედია-საშუალებებს  ვთხოვთ სურვილის შემთხვევაში მოგვაწოდონ  იმ პირთა ვინაობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სემინარის მუშაობაში.

            ტრენინგ-სემინარი ჩატარდება  6 აგვისტოს. დასაწყისი 11 საათზე.

მისამართი: ქ.ბათუმი ალ.პუშკინის ქ. №118 (მედ-ცენტრის შენობა) ІV სართული. ტელ: 27-89-01;  577 50 56 60.