1.07.2015

 

ფარმაცევტული კომპანია 2002 წლიდან საქართველოს მოსახლეობას აწვდის უმაღლესი ხარისხის ფარმაცევტულ პროდუქციას - აწარმოებს უსაფრთხო და სანდო მედიკამენტებს , მეტ ნაკლებად მომზადებული გახლდით ამ შთაბეჭდილებებისათვის, თუმცა მაინც ვერ წარმოვიდგენდით, ასეთი ეფექტური თუ იქნებოდა ჩვენი ექსკურსია. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... ძალიან მიხარია და ამაყიც ვარ. მიხარია ორმაგად: როგორც ფარმაცევტს_ჩემი კოლეგების წარმატება და მით უფრო ჩემი სტუდენტების გაოცება  და დაინტერესება ამ პროფესიისადმი, მ. ბაკურიძე (ჯგუფის ხელმძღვანელი).

სტუდენტთა ჯგუფს მეგზურობა გაუწია საწარმოს დირექტორის მოადგილემ მარიამ ონანაშვილმა და ცვლის უფროსმ- ილია კორძაძემ, რომლის დახმარებით დეტალურად დაათვალიერეს ფარმაცევტული წარმოება სტუდენტებმა.

 პირველი მედიკამენტი "ავერსი-რაციონალმა" მოსახლეობას 2005 წლის მაისში შესთავაზა. ამჟამად "ავერსი რაციონალი " 140 დასახელება მედიკამენტის 240 პოზიციას აწარმოებს. წარმოების მიერ გამოშვებულმა პრაქტიკულად ყველა მედიკამენტმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი, როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც:  2006 წელს ექსპორტი განხორციელდა ყირგიზეთში, შემდეგ აზეირბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში.

შემდეგ სტუდენტებმა დაათვალიერეს ახალი ლაბორატორია  სადაც დამონტაჟებული მოწყობილობებით შესაძლებელია ნედლეულის ზუსტიქიმიური ანალიზი. ლაბორატორიის მეგზურობა იკისრა წამყვანმა ქიმიკოს-ანალიტიკოსმა ბატონმა ლევან ვანიშვილმა. მისი განმარტებით მედიკამენტის ხარისხი მოწმდება წარმოების ყველა ეტაპზე, დაწყებული საწყისი ნედლეულიდან და შესაფუთი მასალებიდან, დამთავრებული მზა პროდუქციით.

პარალელურად პროდუქცია იგზავნება ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორიაში, სადაც ხდება მისი მიკრობიოლოგიური შემოწმება. ექსკურიის პროცესში დიდი ყურადღება მიექცა შენობაში შემავალი ატმოსფერული ჰაერის ფილტრაციას. აქ კი მეგზურობა გაუწია სტუდენტებს ბატონმა ალექსანდრე ნინიკაშვილმა - გარე საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების უფროსმა ინჟინერმა.

 მეგზურმა სტუდენტებს განუმარტა: "ავერსი - რაციონალში" სულ სამი ზონაა: საწარმოო ანუ სუფთა და ორი კონტროლირებადი. პირველში სადაც წარმოების უმნიშვნელოვანესი პროცედურები მიმდინარეობს, ჰაერი 24 საათის განმავლობაში საათში 20 ჯერ იცვლება, შესაფუთ განყოფილებებში - საათში ათჯერ, საწყობებში კი ჰაერ ცვლა საათში ხუთჯერ ხდება.

 საწარმოში დამონტაჟებულია გერმანული წარმოების ავტომატური სავენტილაციო მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ჰაერი საწარმოო ზონაში შეღწევამდე იწმინდება. ჯერ პირველად, შემდეგ მეორად ფილტრში, საბოლოოდ კი ოთახში დამონტაჟებულ აბსოლიტურ ფილტრს გაივლის . ამ პროცესის პარალელურად სპეციალური დანადგარების მეშვეობით ხდება  ჰაერის ორთქლით დატენიანებაც, რათა იგი ამ რთული ამ რთული პროცედურების გავლისას არ გამოშრეს. იფილტრება საწრმოდან ფამოსული ჰაერიც, რაც ატმოსფეროს დაბინძურებისაგან იცავს.

 სტუდენტებმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები, რომლებზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები. დასასრულს "ავერსი რაციონალისა" და სამედიცინო აკადემიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ რომ მსგავსი ღონისძეიბა მომავალშიც განხორციელდება. ამასთანავე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეს საწარმო  ქვეყნის ეკონომიკური  ზრდის პროცესშიც   თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. დიდი გამარჯვებაა, როცა ქვეყანაში ასეთი სანიმუშო საწარმო ფუნქციონირებს.

 ბათუმის სამედიცინო აკადემია დიდ მადლობას უხდის "ავერსი რაციონალის" ხელმძღვანელობას, პერსონალს გულთბილი მიღებისა და ჩატარებული საინტერესო თემატური ექსკურსიისათვის.

სამედიცინო აკადემიის თემატური ექსკურსიას ხელმძღვანელობდნენ მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), სოფიო ბრუნჯაძე (პროფესიული მასწავლებელი).