ბათუმის სამედიცინო აკადემია

28.05.2015

 

    25 მაისს, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები, პედაგოგები, ადმინისტრაციული პერსონალი და მოწვეული სტუმრები. აკადემიის დირექტორმა, პროფესორმა რევაზ უზუნაძემ წარმატებული უწოდა კონფერენციის მიმდინარეობას და მადლობა გადაუხადა თითოეულ სტუდენტს და მათ ხელმძღვანელებს საინტერესო თემების წარმოდგენისათვის. მანვე საპრიზო ადგილებზე გასვლისათვის საჩუქრებითა და ქების სიგელებით დააჯილდოვა სტუდენტები: სალომე ბალაძე ( I ადგილი), მარინა ხაჩატრიანი ( I ადგილი), შორენა ჩოგაძე ( II ადგილი), ნათია მაისურაძე ( III ადგილი). წარმოდგენილი საყურადღებო ნაშრომისათვის დაჯილდოვდნენ ნინო აბაშიძე, ემზარ შაინიძე, არჩილ როდინაძე, თამუნა გორგაძე, თეონა ჭაღალიძე, ლელა მახარაძე, მარიამ ვერულიძე, დიანა არძენაძე, გვანცა გალოგრე, ნატო ქამადაძე. სხვადასხვა ხასიათის სამედიცინო და მხატვრული ლიტერატურით დაჯილდოვდნენ და საპატიო სიგელები გადაეცათ წარმატებული თემის ხელმძღვანელ პროფესიულ მასწავლებლებს: მზია ბაკურიძეს, ნინო ცინცაძეს, ნარგიზ ბუცხრიკიძეს, მარინა კვირიკაძეს, ზაირა ჯაფარიძეს, ნონა ქათამაძეს, ინგა ვარდიძეს, თამუნა მუფთიშვილს. აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა სტუდენტური გაერთიანების კურატორი, სოფიო ბრუნჯაძე, ხოლო მადლობის ბარათი გადაეცა პროფესიულ მასწავლებელს ინგა ვარდიძეს და ნარგიზ ბუცხრიკიძეს. ყურადღების მიღმა არ დარჩენილან სასწავლებლის კურსდამთავრებულები. პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის ”საამაყო აკადემიელის წოდება” მიენიჭათ ოლღა იშჩენკოს, შორენა უზუნაძეს, ლელა ჭარბაძეს, ქეთევან მახარაძეს. უფროსი თაობის წარმომადგენლებს შორის საპატიო და ღვაწლმოსილი აკადემიელის წოდებები მიენიჭათ პროფესორ აკაკი ზოიძეს, და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, გრიგორ გოგუაძეს, ხოლო სამედიცინო აკადემიის მეგობრის წოდება - მრჩეველთა საბჭოს წევრ თამაზ თურმანიძეს. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე სიტყვით გამოვიდნენ სტუდენტები: ნატო ქამადაძე, შოთა ლომინაძე, თამუნა ბერიძე, სალომე ბალაძე, მარინა ხაჩატრიანი, შორენა ჩოგაძე, ნათია მაისურაძე, დირექტორის მოადგილე ევგენი თავდგირიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები: მზია ბაკურიძე, ინგა შალამბერიძე, ზაირა ჯაფარიძე, ნონა ქათამაძე. სტუდენტები: ნანა უგულავა და ქეთევან მახარაძე. ღონისძიების დასასრულ წარჩინებული სტუდენტებისათვის დაიგეგმა ექსკურსია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.