15.05.2015

14 მაისის დილა ხალისიანად დაიწყო ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. სტუდენტები შემოქმედებით-სპორტული პაექრობისათვის ემზადებოდნენ....

მასპინძლის - საზღვაო სასწავლებელ „ანრის“ სააქტო დარბაზში უამრავი ადამიანი შეიკრიბა...

სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ სიტყვის ახალბედა ოსტატები, დეკლამატორები, იუმორის „დიდოსტატები“, მომრერლები, სპორტის მოყვარულები... დარბაზში იყო ხალისიანი განწყობილება, უამრავი ღიმილიანი სახე და ბევრი ტაში...

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ    მზია ბაკურიძე, ინგა შალამბერიძე,    რუსუდან დიასამიძე და ანზორ შარაშაძე, გამოავლინა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, რომელთაც წარმარება მიულოცა საზღვაო სასწავლებელ „ანრის“ დირექტორის მოადგილემ, ტექნიკის დოქტორმა რუსლან დიასამიძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, კაპიტანმა ბადრი ტოგონიძემ, ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორმა, აჭარის პროფესიულ სასწავლებელთა წარმომადგენლობის კოორდინატორმა, პროფესორმა რევაზ უზუნაძემ, რომელმაც კონკურსში გამარჯვებულებს საჩუქრად გადასცა წიგნები და დააჯილდოვა სიგელებით. ღონისძიებას უძღვებოდა აკდემიის დირექტორის მოადგილე ევგენი თავდგირიძე.