ბათუმის სამედიცინო აკადემია

12.05.2015

11 მაისს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა ”ღია კარის” დღე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალაქ ბათუმის  საჯარო სკოლების მე-9 - მე-12 კლასელები, აკადემიის კურსდამთავრებულები და პედაგოგები. სასწავლებლის წარსულსა და დღევანდელობაზე მის მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, ტექნიკურ აღჭურვილობაზე, მიღების პირობებზე და სტუდენტურ ცხოვრებაზე სტუმრებს ესაუბრენ აკადემიის დირექტორი, პროფესორი რავაზ უზუნაძე, დირექტორის მოადგილე ევგენი თავდგირიძე, სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე,  სტუდენტთა თვითმმართველობის ლიდერი  შოთა ლომინაძე.

აკადემიის სტუდენტებმა სტუმრებს გააცნეს საკუთარი შემოქმედება. ნაჩვენები იყო სასწავლებლის  ცხოვრების ამსახველ ვიდე-ფოტო კოლაჟი. მოსწავლეებმა, დაათვალიერეს აკადემიის აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, კაბინეტ-ლაბორატორიები.