30.04.2015

30 აპრილს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის აკადემიის ერთობლივი ტრენინგ–სემინარი თემაზე: „ადამიანი და კანონი“. ტრენინგ–სემინარს უძღვებოდა პოლიციის აკადემიის მე–4 კურსის სტუდენტი ნიკოლოზ აბუაშვილი. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, დაისვა მრავალი შეკითხვა და გაიმართა მწვავე დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ აკადემიის პედაგოგები, სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი. ღონისძიების დასასრულს გაჟღერდა რომ აკადემიის დირექტორის, პროფესორ რევაზ უზუნაძის გადაწყვეტილებით ნიკა აბუაშვილს მიენიჭა „აკადემიის მეგობრის“ სტატუსი, ღონისძიების ეფექტური წარმართვის, აუდიტორიასთან საქმიანი, კეთილგანწყობილი და გულითადი ურთიერთობის დამყარებისათვის.