27.03.2015

ბათუმის სამედიცინო  აკადემიაში დასრულდა შინმოვლის საერთაშორისო ორგანიზაცია - კარიტასის ერთკვირიანი სემინარი. ”შინმოვლის” პროგრამით ტრენინკურსებს უძღვებოდნენ საქართველოს  კარიტასის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიქაძე და მეთოდისტი ჟანა პეტროსიანი. აკადემიის ექთნის თანაშემწის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, საოჯახო მომსახურების ცენტრ ”მომვლელის” მონაწილენი გაეცნენ ოჯახის  პირობებში ავადმყოფის მოვლის მეთოდებს, პრაქტიკულად განხორციელების წესებს. მონაწილეთ დაურიგდათ  ”შინმოვლის” ბროშურები, გადაეცათ ტრენინგ-კურსების გავლის სერთიფიკატები. შემაჯამებელი შეკრება ტრადიციული ”ტორტის გაჭრით” აღინიშნა.