27.12.2014

2014 წლის 25-27 დეკემბერს აჭარის პროფესიული სასწავლებლების გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო სტუდენტთა სპორტული  ჩემპიონატი მინი ფეხბურთში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 4 სასწავლებლის 6 გუნდი.

მონაწილე გუნდები:

1. ბათუმის  სამედიცინო  აკადემია-BMA

2. ბათუმის  საზოგადოებრივი აკადემია-BPA

3. ბათუმის  სსიპ   პროფესიულიკოლეჯი ,,ბლექსი’’    -  ,, ბლექსი’’-1 და ,,ბლექსი’’-2

4. ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი  ,,ანრი’’ -  ,,ანრი’’-1 და ,,ანრი’’-2

 

ამ ღონისძიებამ თავისი როლი შეასრულა და დავრწმუნდით, რომ შესანიშნავი თაობა გვყავს: მოტივირებული,თბილი, მიზანდასახული და რაც მთავარია ადამიანებისადმი პატივისცემით გამსჭვალული. აქ გამარჯვება და დამარცხება სრულიად პირობითია. ღონისძიების მიზანიც ეს იყო: სტუდენტებმა ერთმანეთი გაიცნეს, დამეგობრდნენ, გაიზიარეს ერთმანეთის სიხარული და გამოხატეს თანაგრძნობა. 
დაძაბული ბრძოლის შედეგად გამოვლინდა ჩემპიონატის პრიზიორები: პირველი საპრიზო ადგილი- ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის ,,BPA"; მეორე საპროზო ადგილი ბათუმის სსიპ პროფესიულ კოლეჯი ,,ბლექსი’-1’; მესამე საპრიზო ადგილი ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ,,ანრი’-2’,რომლებიც საპატიო თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, ასევე მონაწილე სასწავლებლებს და სტუდენტებს გადაეცათ საპატიო სიგელები.
ყველა პრიზიორს ვულოცავთ წარმატებას და ასევე წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში!
მადლობას ვუხდით ჩემპიონატში მონაწილე თითოეული პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენელს, გულშემატკივარს, მონაწილეს გაწეული აქტივობისთვის.
ვისურვებდით, რომ მომავალ წელს უფრო მეტი პროფესიული სასწავლებელი გამოვიდეს და სტუდენტებს მიანიჭონ ის სიხარული, რაც მონაწილე სასწავლებლების სტუდენტებმა განიცადეს.
გილოცავთ ჩატარებული სპორტული ღონისძიების წარმატებით დასრულებას.
განსაკუთრებული მადლობა სპორტული ჩემპიონატის მინი ფეხბურთში ორგანიზატორს ბატონ რევაზ უზუნაძეს პროფესიული სასწავლებლების გაერთიანების მხრიდან, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა ჩადო, რათა შეჯიბრება მიუკერძოებლად და მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებულიყო.
2015 წლის მაისის თვეში სტუდენური დღეების ფარგლებში წარმატებულ დასაწყისს შესაბამისი გაგრძელება ექნება. გაცილებით დიდი მაშტაბებით ჩატარდება მსგავსი შეჯიბრებები და სპორტულ სახეობათა სპექტრი უფრო გაიზრდება.
მადლობა ორგანიზატორებს ! მადლობა მონაწილე სასწავლებლებსა და სტუდენტებს!
კიდევ ერთხელ გილოცავთ და აჭარის პროფესიულ სასწავლებელთა გაერთიანებას დიდ წარმატებებს ვუსურვებ!