11.12.2014

 

უნარშეზღუდულ ბავშთა მდგომარეობისა და მათდამი თანადგომის, დახმარების თაობაზე ისაუბრეს სამედიცინო აკადემიის  დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, აკადემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ. ფონდის საქმიანობაზე, მასში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება ნატალია კაკალაძემ (ფონდის დირექტორი), მაია ბედენაშვილმა (მოადგილე).ფონდის  საქმიანობას თანადგომა გამოუცხადეს  მედცენტრის დირექტორმა სანიკო ძნელაძემ, აჭარის სავაჭრო პალატის დირექტორის მოადგილემ თამაზ თურმანიძემ, ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის ”ანრი” სასწავლო განყოფილების უფროსმა გურამ ქათამაძემ, ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივი  აკადემიის სტუდენტებმა.

სამედიცინო აკადემიის სტუდენტების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა 27 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში საახალწლო საღამოზე. აკადემიის სტუდენტების სურვილითა და გადაწყვეტილებით  გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება იშვიათი დაავადებებით დაავადებული ბავშვების ფონდის ”გვაჩუქეთ მომავალი”ს დასახმარებლად.