4.12.2014

4 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა  ბათუმის პროფესიულ სასწავლებელთა  წარმომადგენლების  შეხვედრა.

მასში მონაწილეობდნენ:

ბადრი გეჩბაია - ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის დირექტორისმოადგილე; ამირან მგელაძე - პროფესიულისასწავლებლისეკვადორი” დირექტორი; გურამ   ქათამაძე -  ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელის”ანრი” სასწავლო განყოფილების უფროსი; იზოლდა ხალვაში-ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის დირექოტრის მოადგილე, მანანა ხაბაძე -  ხარისხის მართვის მენეჯერი; ბიძინა კირთაძე - პროფესიული სასწავლებლის”ბლექსი” ხარისხის მართვის მენეჯერი; რევაზ უზუნაძე - ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორი, აკაკი ზოიძე - დირექტორისმოადგილე, მზია ბაკურიძე -  სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი,ინგა შალამბერიძე - ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი.

შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა ბათუმის სამედიცინო აკადემიის  დირექტორმა, პროფესორმა  რევაზ უზუნაძემ.  ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პროფესიული განათლების წინაშე დასახულმა ამოცანებმა დღის წესრიგში დააყენა პროფესიული სასწავლებელების ურთიერთთანამშრომლობის განვითარების საკითხი. თანამშრომლობის კორდინაციის უზრუნველსაყოფად, შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, სკკა-ს ფარგლებში, შეიქმნას ბათუმში მოქმედ პროფესიულ სასწავლებელთა გაერთიანება.

დაიგეგმა გაერთიანების წევრ - სასწავლებლების სტუდენტთა შორის სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება.

ასევე აღინიშნა, რომ ბათუმში მომრავლდნენ სხვადასხვა ქვეყნების,  ქალაქების  უმაღლესი სასწავლებელების მიერ დაარსებული არაავტორიზებული ე.წ. ფილიალები, წარმომადგენლობები, საჭიროა ერთობლივი ბრძოლა ამ უკანონობის წინააღმდეგ.