8.12.2014


2014 წლის 8 დეკემბერი. ბათუმის სამედიცინო აკადემიის კიდევ ერთი ლამაზი დღე. გაიმართა ღონისძიება თემაზე უცნობი და ნაცნობი ლექსების პრეზენტაცია.საკუთარი ლექსები წარმოადგინეს ბათუმის სამედიცინო აკადემიის ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის სტუდენტმა თამარ ბერიძემ და შ.პ.ს. ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის  ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის სტუდენტმა ნანა უგულავამ. ღონისძიების დამტავრების შემდეგ თანაკურსელებმა მათ გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები. წინსვლა და წარმატება უსურვეს  თავიანთ შემოქმედებაში, ხოლო სტუდენტებმა მადლობა გადაიხადეს გულთბილი შეხვედრისათვის.