2.12.2014

4 დეკემბერს 17 საათ ბათუმის  სამედიცინო აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 

 გაიმართება სამუშაო შეხვედრა.  შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კერძო კოლეჯების  ასოციაციაში გაწევრიანებული  ბათუმის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია  მეგობრული კავშირის განმტკიცება,  სასწავლებლებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარება და ერთობლივი ღონისძიებების, დაგეგმვისა და ჩატარების  პრაქტიკაში დანერგვა  ჩვენთვის ღირებული იქნება შეხვედრაში თქვენი მონაწილეობა.