ბათუმის სამედიცინო აკადემია

10.11.2014

საქმიანი შეხვედრა

 

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მოეწყო შეხვედრა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის  მოადგილესთან, AIS-ს წარმომადგენელთან საქართველოში ბატონ თამაზ თურმანიძესთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე.

იყო საუბარი საგანამანათლებლო მიმართულებით სამედიცინო აკადემიასა და სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის  ურთიერთ თანამშრომლობის საკითხების შესახებ.

შეთანხმდნენ, უახლეს ხანში გაფორმდეს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი.

სტუმარმა დაათვალირა სასწავლებლის აუდიტორიები, კაბინეტ-ლაბორატორიები.

შეხვედრამ ჩაიარა საქმიან ვითარებაში.