• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • 2015 - 2016 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2016 - 2017 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2019 - 2020 წ. სამოქმედო გეგმა
    • მისია
      • მისია
    • სტატუსი
      • 2015
      • 2018-65
      • 2018-66
      • 2014
    • ისტორია
    • დებულება
      • დებულება 2020
    • სტრატეგია
      • სტრატეგი
    • 2018 - 2019 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2017 - 2018 წ. სამოქმედო გეგმა
  • მართვა
    • დირექტორი
    • თანამშრომლები
    • სტრუქტურა
  • პროგრამები
    • კატალოგი
      • კატალოგი.
  • სასწავლო პროცესი
    • შეფასების მიღწევების-წესი
    • დისტანციურისწავლების წესი
    • უსაფრთხოება
  • მიღება
  • სტუდენტი
    • სტუდენტთა მომსახურეობი სერვისები
    • სტუდენტთა თვითმართველობა
      • პროფესიული სტუდენტის უფლება მოვალეობა
      • სტუდენტური თვითმართველობის ორგანო
      • სტუდენტთა გაერთიანების სხდომა
      • სტუდენტური გაერთიანების 2019-20 სამუშაო გეგმა
      • წლის საუკეთესო სტუდ-ის შერჩევის წესი
      • ნომი-ცის ჯგუფი მონიტ. მონაწ. სტუდ. ჯგუფები
      • საუკეთესო სტუდ-ტის შერჩევის დებუ.
      • საუკეთესო სტუდენტის შერცევის სისტემა
  • ბიბლიოთეკა
    • ელექტრონული ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის დებულება
  • გალერეა
  • კონტაქტი

 

 

13

22ew

123

1

19.12.2020

მიეძღვნა სეზონურ დაავადებათა პრობლემატიკას

ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულ მასწავლებელთა ჩართულობით, აკადემიაში რეგულარუდ ტარდება ლექცია - კონსულტაციები ჯანდაცვის მიმართულების აქტიურ საკითხებზე. 19 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში, შესაბამისი პროგრამით ჩატარდა მორიგი ლექცია-კონცულტაცია. იგი მიეძღვნა შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში გამოვლინებად სეზონურ დაავადებებს, თემატიკით: „სეზონური დაავადებების მართვა და პრევენციული ღონისძიებები.“ ონლაინ აუდიტორიას წარმოადგენდნენ აკადემიის სტუდენტები და პედაგოგები. დღის წესრიგის საკითხზე ვრცლად ისაუბრეს მზია ბაკურიძემ (აკადემიის პროფესიული მასწავლებელი, ბიოლოგიის მაგისტრი ), ნონა ქათამაძემ (მედიცინის დოქტორი). იყო შეკითხვები. ონლაინ დამსწეთ გაეწიათ კონსულტაცია. აკადემია გეგმავს რეგულარულად ჩაატაროს მსგავსი ლექცია-კონსულტაციები.

848086   83

 8185 82 87

16.12.2020

  მიეძღვნა გულსისხლძარღვთა დაავადებებს

დისტანციურად ჩატარდა ბათუმის სამედიცინო კადემიის სტუდენტთა თემატური ღონისძიება „გულსისხლძარღვთა დაავადებები და მკურნალობა.“ ღონისძიება მოამზადეს„საექთნო განათლების“ და „ფარმაციის (სააფთიაქო)“ მეორე სასწავლო წლის სტუდენტებმა. წარმოადგინეს მოხსენებები: „რევმატიზმი,“„გულის მანკი დიდებში და ბავშვებში,“ „სტენოკარდია,“„მიოკარდიუმის ინფარქტი,“ „არითმია,“„ათეროსკლეროზი,“ უნდა ითქვას, რომ ისინი კარგადდაეუფლნენ დისტანციურად მუშაობის უნარებს. წარმოდგენილ თემებზე ისაუბრეს სტუდეტებმა: ნინა მამულაძემ, ლიკა ხაჯიშვილმა, მეგი დემურაძემ, ვერონიკა გრიგორიანმა, ლინდა გოგიტიძემ, მარიამ დიმიტრაძემ, მაგდალენა ასანიძემ, ნათია მსხილაძემ. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ინგა ვარდიძე (აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელი), სოფიო ბრუნჯაძე (პროფესიული განათლების მასწავლებელი, სტუდ. გაერთიანების მეცნიერ-ხელმძღვანელი, დოქტორანტი). გვეამაყებით, რომ ასეთი აქტიურები ხართ.

72- 79- 73- 74-

 75-76- 77- 78- 

03.12.2020

შეზღუდული შესაძლებლობა არარსებობს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო აკადემიაში დისტანციურად ჩატარდა თემატური ღონისძიება. ტაბლოზე გამოტანილი იყო პოზიცია „შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს.“ სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები „ვინ არიან შშშ პირები?,“ „შშშ პირები მსოფლიოში,“ „სერვისები შშშ პირებისათვის,“ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები,“ „შშშ ადამიანები და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში,“ „შშშ პირები საქართველოში.“ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ და წაიკითხეს მოხსენებები „საექთნო განათლების“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა: მაია ლეონიძემ, გურანდა თავართქილაძემ, ანი პაქსაძემ, ენდი ჩელებაძემ, ნანა ჯაფარიძემ, თამილა ბოლქვაძემ, მეგი ქორჩილავამ, ნინა კოჩალიძემ, ლინდა კონცელიძემ, ანჟელა ავაკიანმა, ირინე ვარშალომიძემ, ამანდა ასამბაძემ, ნათია მამულაძემ, მარიამ ბერიძემ (ემზარის ასული), ცისანა პაქსაძემ, ხათუნა მამულაძემ, მაია ანთიამ, თეონა ზოიძემ, მაგდა დუმბაძემ, მარიამ გოგრაჭაძემ, თეა დუმბაძემ, თამუნა ბროლაძემ, ინეზა აბაშიძემ, მეგის ზოიძემ, ანუკი დადიანმა, ლიზი დოლიძემ, ჯამილა ბახტაძემ, დიანა რახანიანმა, ლედი კონცელიძემ, მარიამ თავართქილაძემ, ხატია თურმანიძემ. ღონისძიების ორგანიზატურია აკადრმიის სტუდენტთა გაერთიანება.

          66   67   68

          69   70   71

01.12.2020

აკადემიის სტუდენტთა ონლაინ კონფერენცია

აკადემიის სტუდენტებმა კარგად აუღეს ალღო დისტანციურად სასწავლო და შესაბამისად სხვადასხვა აქტივობების განხორციელების პროცესს. მიმდინარე სასწავლო წლის პირველ მონაკვეთში სტუდენტურმა გაერთიანებამ (ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე- პროფესიული მასწავლებელი, ბიოლოგიის დოქტორანტი)ჩაატარა არაერთი საინტერესო ღონისძიება. მათ რიგს მიეკუთვნება შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 1 დეკემბერს, დისტანციურად ჩატარებული კონფერენცია „აივ/შიდსი დაავადებაა და არა განაჩენი“. ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებთნ ერთდ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის და ქუთისის სამედიცინო კოლეჯ „სიოს“ სტუდენტები. შიდსის დღის შემოღების თაობაზე ვრცლად ისაუბრა აკადემიის პროფესიულმა მასწავლებელმა, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა - მზია ბაკურიძემ. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ სამედიცინო აკადემიის სტუდენტები: ნათია მსხალაძე, მარიკა ხინკილაძე,თამრიკო ბერიძე, ლიკა ხაჯიშვილი ,მეგი დემურაძე, ლანა ბაბუხადია,ნინა მამულაძე,ანეტი ფოთელიძე, სალომე ადეიშვილი ,მარიამ ბაჯელიძე, ვერონიკა გრიგორიანი, ნუნუ კახაძე და მარიამ დიმიტრაძე,ლინდა გოგიტიძე. გაიმართა აზრთა გაზიარება, დისკუსია. მასში აქტიურად ჩაერთნენ ასევე სტუმარი კოლეჯების სტუდენტებიც: მელანო ხაჩიძე, თამარ ბაკურიძე, მარიამ შამილაძე, მარიამ კეკელიძე,თამარ გოგიტიძე; (საზოგადოებრივი კოლეჯი) , სტუდენტი თამუნა შენგელია (კოლეჯი „სიო“). მადლობა მათ და აღნიშნული კოლეჯების დირექციებს აკადემიის ღონისძიებებში ჩართულობისათვის.

62636465

27.11.2020

დისტანციურად აკადემიის ადმინისტრაციულ და მასწავლებელთა პერსონალის სხდომა

27 ნოემბერს გაიმართა ბათუმის სამედიცინო აკადემიის ადმინისტრაციულ და პროფესიული განათლების მასწავლებელთა სხდომა. დღის წესრიგის საკითხს წარმოადგენდა „მიმდინარე სასწავლო წლის განვლილ მონაკვეთში სასწავლო-სამუშაო პროცესის მიმდინარეობის მდგომარეობა და უახლესი პერიოდის გამოწვევები.“ განხილული იქნა ონლაინ რეჟიმში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, აკადემიური მოსწრების, მეცადინეობებზე სწრებადობის მდგომარეობა, სტუდენტთა ფინანსური დავალიანებებით გამოწვეული პრობლემები. გამოტანილ საკითხებზე ვრცლად ისაუბრა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. აღინიშნა, რომ გასულ სასწავლო წლის მერე ნახევარში განხორციელებული სასწავლო პროცესის შედეგად შევიძინეთ დისტანციურად სწავლების და მუაობის განხორციელების კარგი გამოცდილება. შესაბამისად მიმდინარე სასწ. წელს შევხდით ბევრად მომზადებული. საგანმანათლებლო საქმიანობა მიმდინარეობს ორგანიზებულად. ყურადღება გამახვილდა არსებულ პრობლემებზე, უახლოესი პერიოდის გამოწვევებზე. სამსახურეობრივი პოზიციებიდან გამომდინარე დღის წესრიგის საკითხებზე ისაუბრეს შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილემ), ინგა შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ნანა მატუამ (ფინანსური მენეჯერი), ჯგუფის კურატორმა ნარგიზ ბუცხრიკიძემ, ნინო უზუნაძემ. სხდომის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და პოზიციები დააფიქსირეს პროფესიული განათლების მასწავლებლებმა - ინგა ვარდიძემ, ირმა ნოზაძემ, მარინა კვირიკაძემ, ზაირა ჯაფარიძემ, ნანა ანანიძემ ... განხილულ საითხებზე სხდომამ მიიღო გადაწყვეტილებები.

              596061

13.11.2020

ონლაინ ღონისძიება შაქრიანი დიაბეტის

საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

 

შაქრიანი დიაბეტიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ონლაინ რეჟიმსი, 13 ნოემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტთა გაერთიანებამ (მეცნიერ-ხელმძღვანელი, აკადემიის პროფესიული მასწავლებელი, ბიოლოგიის დოქტორანტი სოფიო ბრუნჯაძე) ჩაატარა თემატური ღონისძიება. კერძოდ გამოტანილი იყო ტექსტები: ,,დიაბეტი გლობალური პრობლემაა, რომელიც შესძლებელია თვითოეულ ჩვენგანს შეეხოს,“ 3უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას მის გაცნობიერებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ დაავადების მართვაში ოჯახის წევრთა ჩართულობა, ზრუნვა და პრევენციული ზომების მიღება.“ საინტერესო მოხსენებით გამოვიდნენ აკადემიის ფარმაციის (სააფთიაქო) და საექთნო განათლების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები: თეონა ხმალაძე,სოფიკო ბოლქვაძე, ნინო ზოიძე,   ნინო აბაშიძე, ლოლიტა ავჯიშვილი,   ქეთი ბერიძე, სოფო ბოლქვაძე, თამუნა დუმბაძე, თათია შაშიკაძე, თამარბა კურიძე, ნინო რომანაძე, თამარ ბერიძე, ეკატერინე ჯიჯიეშვილი, მელანო ხაჩიძე, ნინო საფარიძე, ლანა გელაძე, თინათინ მალაყმაძე, მარიამ ცხვიტარია, ნათელა ვაშაყმაძე, თამარ პეტრიძე, ნათია ბერიძე, ანჟელიკა მჭედლიძე, მარინა მახარაძე,ლიკა ივანაძე,მარიამ კვირიკაძე, ნმანანა აბულაძე, სალომე აბულაძე, მარიამ  ზაქარაძე, თაკო ანთაძე, დიანა მარაბიანი, ლიკა ირემაძე, მარიამ მჭედლიშვილი, თამუნა ჟორდანიძე, ამალია აბგარიანი, ილონა ბაგიშვილი, ლინდა ლომაძე.ამათი მოხსენებები მოიცავდა თემებს: 3დიაბეტის სტატისტიკა,“ ,,დიაბეტი და მისი მართვა,“ ,,დიაბეტი და მისი ტიპები,“ ,,ორსულობა და შაქრის დიაბეტი,“ ,,შაქრიანი დიაბეტი ბავშვებში,“ ,,დიაბეტით დაავადებულები საქართველოში“... შაქრიანი დიაბეტის შემოღების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ისაუბრა სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ. საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ პროფესიული განათლების მასწავლებლები: ნანა ანანიძე, ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), ინგა ვრდიძე, მარინა კვირიკაძე, შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), ზაირა ჯაფარიძე, გერმანიიდან ღონისძიების მონაწილეთ მიმართა კოლეჯ 3სიოს“ დირექტორი სალომე სიორდიამ.

10.11.2020

მორიგი ონლაინ ტერინინგი აკადემიის პედაგოგებისათვის ონლაინ რეჟიმში სწავლებასთან დაკავშირებით, აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, 10 ნოემბერს ჩატარდა ონლაინ ტრეინინგი. განხილული საკითხები:

1.3ონლაინ/დისტანციური მოდულის სტრუქტურა და დისტანციური სწავლების არსი.“

2.3ონლაინ/დისტანციური კალენდარული გეგმის, კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასებისა და ინსტრუმენტის შემუშავება მოდულური პროგრამებისათვის დისტანციური სწავლების დროს.“

ტრეინინგი ჩაატარა მზია ბაკურიძემ (აკადემიის ხარისხის მართვის უზრუნველყოფის მენეჯერი, განათლების ექსპერტი). იყო საუბარი სადღეისო მდგომარეობიდან გამომდინარე თანამედროვე გამოწვევებზე, ონლაინ სწავლების აქტუალურ საკითხებზე. საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), პროფესიული განათლების მასწავლებლები: ინგა ვარდიძე, ზაირა ჯაფარიძე, მარინა კვირიკაძე, ნანა ანანიძე, ნინო უზუნაძე, სოფიო ბრუნჯაძე ... გერმანიიდან ტრეინინგის მუშაობაში ჩაერთო საზოგადოებრივ კოლეჯ 3სიოს“ დირექტორი სალომე სიორდია. მან დამსწრეთ გააცნო პროფესიული განათლების გერმანული სისტემა, მისასლამებელია სალომე სიორდიას აქტიური თანამშრომლობა აკადემიასთან.

29.10.2020

                                აკადემიის სტუდენტთა ონლაინ ღონიძიება

      29   ოქტოლმბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა ონლაინ შეხვედრა თემაზე: ,,პაციენტის უფლებები და მოვალეობები საქართველოში - იცოდე, მოითხოვე და მიიღე!'' ღონისძიების მიზანი იყო: ჯანდაცვის სფეროში საკუთარი უფლებების დასაცავად საზოგადოებრივი ცნობიერების ამსღლებისადმი ხელის შეწყობა. ონლაინ შეხვედრის ორგანიზატორები გახლდათ : საექთნო განათლების მეორე სასწავლო წლის სტუდენტები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (მენეჯერი მზია ბაკურიძე). შეხვედრაში მონაწილეობდენენ: ბათუმის სამედიცინო აკადემიის ჯანდაცვის პროფესიული სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები, ასევე საზოგადოებრივი აკადემიის პროფესიული სტუდენტები; საზოგადოებრივი აკადემიის სასწავლო პროცესის მენეჯერი-ლელა ჩიქოვანი; დისტანციურ შეხვედრა - დებატებში მონაწილეობდა სამედიცინო პროფილის კოლეჯ „სიო“ -ს დირექტორი-სალომე სიორდია. მოხსენებებით გამოვიდნენ სამედიცინო აკადემიის `საექთნო განათლების“ საგნამანათლებლო პროგრამის მეორე სასწავლო წლის სტუდენტები: ხათუნა დავითაძე, თამუნა გოგიტიძე, თამუნა სურმანიძე, ანა აფხაზავა. .დისკუსია-დებატებში აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტები: ხათუნა დავითაძე,თამუნა გოგიტიძე,ქეთი არძენაძე,ეკა ჯიჯეიშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აკადემიის მასწავლებლები: ინგა ვარდიძე, ნაირა ჯაფარიძე, ნარგიზ ბუცხრიკიძე. შეხვედრის მონაწილეთ ონლაინ რეჟიმში გერმანიიდან მიესალმა სალომე სიორდია. მათ დამსწრეთ გააცნო პაციენტთა უფლებების დაცვის პრაქტიკა გერმანიაში. მომავალ მედიკოსების ყურადღება გაამახვილა სამედიცინო უნარების გამომუშავებაზე. აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ აღნიშნა, რომ ჩატარებულმა ღონიიისჩიებამ მოლოდინს გადააჭარბა მომზადების დონით,ორგანიზებულობითა და მონაწილეთა აქტიურობით. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, თითოეულ მონაწილეს შეხვადრაში აქტიური ჩართულობისათვის.

18.09.2020

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის

უფლებამოპოვებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

2020 წლის სექტემბერში პროფესიული ტესტირების შედეგდ ბსა. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულმა აპლიკანტებმა 2020 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, 11.00-დან 17 საათამდე ხელშეკრულების გაფორმებისა და პირადი საქმის გახსნის მიზნით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია ( მისამართზე: ქ.ბათუმი პუშკინის ქ.№118, მედცენტრი V სართული). 

ა). განცხადება (თუ აპლიკანტი ქმედუნარ/შეზღუდულია, განცხადება უნადა წარმოადგინოს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა) .

ბ). პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ქმედუნარ/შეზღუდული, პირის შემთხვევაში ასევე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმნეტი. პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას).

გ). სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი - „საექთნო განათლებისა“ და „ფარმაცია (სააფთიაქო)“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის. (პირმა რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარების შესახებ).

დ). ოთხი ფოტოსურათი 3Х4-ზე (მათ შორის ელექტრონულ მატარებელზე წარმოდგენილი).

ბსა. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ: თუ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ვერ მოახერხებთ მითითებულ დროში აკადემიაში მოსვლას დარეკეთ   ტელეფონებზე.: 577 661   477; 593 408 070. აკადემიაში უნდა გამოცხადდეთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით. ასევე დოკუმენტაცია შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ.ფოსტით: Bat.medicalacademi@mail.ru

            დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ მითითებულ ტელეფონებზე.              

                                                                                                  გისურვებთ წარმატებებს.

25.08.2020

კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო გამოცდები აკადემიაში

თავისი ფუნქციონირების 28 წლის მანძილზე აკადემიამ გამოუშვა მრავალი კურსდამთავრებული. რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებით იღწვის ჯანდაცვის სფეროში. სულ ახლახან მათ რიგებს შეემატა 2020   წლის კურსდამთავრებულები. 22 და 24 აგვისტოს ჩატარდა „ფარმაცევტის თანაშემწის“ (IV საფეხური) და „პრაქტიკოსი ექთნის“ (V საფეხური) კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო გამოცდები მოდულის „პრაქტიკული პროექტის“ სახით. სტუდენტებმა წარმოადგინეს კარგად მომზადებული სადიპლომო შრომები. რომლებიც თეორიულ მასალასთან ერთად ეყრდნობოდა მათ მიერ შესრულებულ პრაქტიკულ პროცესს. სასწავლო კურსი წარმატებით დაამთავრეს ორი საგანმანათლებლო პროგრამის 23 კურსდამთავრებულმა. წარმატებები ჩვენს კურსდამთავრებულებს.

55 56 57 58

«StartPrev12345678910NextEnd»
 

 

Copyright © 2014 შპს ბათუმის სამედიცინო აკადემია ALL RIGHTS RESERVED

საიტის ადმინისტრატორი: მერაბ უზუნაძე

 

 

 

Go Top